ავტორიზაცია

სკალონი: "მესი და ლევანდოვსკი? ერთი მსოფლიოში საუკეთესოა, მეორე კი - ერთ-ერთი საუკეთესო"

სკალონი: "მესი და ლევანდოვსკი? ერთი მსოფლიოში საუკეთესოა, მეორე კი - ერთ-ერთი საუკეთესო"
თარიღი 30 სექ 2022, 00:47
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი შეადარა ერთმანეთს. 

 „ალბისელესტე“ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთს შეხვდება. „პოლონეთის წინააღმდეგ რთული მატჩი გველის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფიდან გავიდა. 

 ამ გუნდში საუცხოო ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ტოპ-ლიგებში ასპარეზობენ, მათ განსაკუთრებული სისტემა აქვთ, რომელიც ცოტა თავგზას გირევს. მესი და ლევანდოვსკი - განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან. მოდით, მათი თამაშით ვისიამოვნოთ. 

ჩვენ ეს ყოველთვის უნდა გავაკეთოთ და რაღაც არასაჭირო კონფლიქტები არ ვეძიოთ, ორივე დიდებულია. ერთ-ერთი მათგანი - მსოფლიოში საუკეთესოა, მეორე კი - ერთ-ერთი საუკეთესო.“ - აღნიშნა სკალონიმ.