ავტორიზაცია

პსჟ მესის მარტივად დათმობას არ აპირებს და არგენტინელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

პსჟ მესის მარტივად დათმობას არ აპირებს და არგენტინელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
თარიღი 30 სექ 2022, 10:03
ლიონელ მესის „პსჟ-სთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

ბევრი იწერება იმაზე, რომ არგენტინელის დაბრუნებით „ბარსელონაა" დაინტერესებული და უნდა ითქვას, რომ ამ შესაძლებლობას „ბარსას" წარმომადგენლები თავადაც არ უარყოფენ.

თუმცა, ლეოსთან ადვილად განშორებას არ აპირებს „პარი სენ-ჟერმენიც", რომელიც, el Larguero-ს ინფორმაციით, მესისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

პარიზული კლუბი არგენტინელს 1+1 წლიან კონტრაქტს სთავაზობს იგივე ხელფასით, რომელიც მას ახლა აქვს - 30 მილიონი ევრო წლიურად. „ბარსელონაში" დაბრუნების შემთხვევაში კი, ლეოს ხელფასის საგრძნობლად დაკლება მოუწევს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მესიმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატამდე, ან სულაც სეზონის ბოლომდე მიიღოს.