ავტორიზაცია

პრემიერ ლიგამ შესაძლოა All Star-ის ტიპის გუნდი შექმნას, რომელიც სხვა ჩემპიონატის ვარსკვლავებს დაუპირისპირდება

პრემიერ ლიგამ შესაძლოა All Star-ის ტიპის გუნდი შექმნას, რომელიც სხვა ჩემპიონატის ვარსკვლავებს დაუპირისპირდება
თარიღი 30 სექ 2022, 10:07
პრემიერ ლიგაში შესაძლოა ვარსკვლავების გუნდი დაარსდეს.

The Times-ის ინფორმაციით, ასეთი იდეა იმისთვის გაჩნდა, რომ ამ შექმნილმა გუნდმა სხვა ლიგის ვარსკვლავების წინააღმდეგ ითამაშოს. მაგალითად, ლა ლიგის ან ბუნდესლიგის. ეს მატჩები მსოფლიო მასშტაბით იქნება ტრანსლირებული და ამის პირველი მისია გლობალური აუდიტორიის გაზრდა იქნება.

გარდა ამისა, „ჩელსის" ამერიკელი მფლობელის, ტოდ ბოელის ინიციატივით, პრემიერ ლიგამ უნდა დააარსოს ჩრდილოეთის და დასავლეთის გუნდებიც, რომლებიც ერთმანეთს „ოლ-სთარის" ტიპის მატჩში დაუპირისპირდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ლიგა ამ შესაძლებლობასაც განიხილავს.

თუმცა, ამჟამად გაცილებით პოპულარულია იდეა პრემიერ ლიგის "ყველა ვარსკვლავის" გუნდის შექმნაზე, რომელიც ბუნდესლიგის, ლა ლიგის და სხვა გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.