ავტორიზაცია

კლაუდიო რანიერი ხვიჩაზე: "ამ ბიჭმა თავისი შესაძლებლობები ძალიან კარგად იცის"

კლაუდიო რანიერი ხვიჩაზე: "ამ ბიჭმა თავისი შესაძლებლობები ძალიან კარგად იცის"
თარიღი 30 სექ 2022, 11:53
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი Corriere dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" პერსპექტივებზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც შეეხო.

"ნაპოლის სკუდეტოს შანსები? ვფიქრობ, გუნდს შეუძლია გამოიყენოს გასული სეზონის ნეგატიური გამოცდილება. როდესაც სახლში მეორე ეშელონის გუნდებთან კარგავდა ქულებს.

კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, გახსოვთ ჯიჯი მერონი უფროსებს? ისიც იგივეს აკეთებდა მარჯვნიდან, ჩაწეული გამაშებით. 

ამ ბიჭმა თავისი შესაძლებლობები ძალიან კარგად იცის და ძალიან გაბედულია, რაც რისკიანად, მაგრამ ეფექტურად თამაშში ეხმარება. ",- თქვა რანიერიმ.

21 წლის შემტევმა "ნაპოლის" შემადგენლობაში ცხრა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.