ავტორიზაცია

"კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი ვერ გახდება თუ ამას არ ისწავლის "- იტალიელი ჟურნალისტი

"კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი ვერ გახდება თუ ამას არ ისწავლის "- იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 30 სექ 2022, 12:15
იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, "ნაპოლის" 21 წლის შემტევი ვერ გახდება დიდი ფეხბურთელი თუ პასის გაკეთების კულტურას არ დახვეწავს.

"კვარაცხელიას დიდი ფეხბურთელი მაშინ გახდება, როცა გააცნობიერებს, რომ დრიბლინგის შემდეგ ბურთის თანაგუნდელისთვის გადაწოდებაც შეიძლება. 

პირველი წარმატებული დრიბლინგის შემდეგ ის ყოველთვის მეორე და მესამე დრიბლინგზე თამაშს ცდილობს. ასეთ დროს კი რთულია თავის მაღლა აწევა და გადაცემის გაკეთება. ",- თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა. 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა "ნაპოლის" შემადგენლობაში ცხრა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.