ავტორიზაცია

კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერი 2023 წლის ზაფხულში გამოცხადდება

კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერი 2023 წლის ზაფხულში გამოცხადდება
თარიღი 30 სექ 2022, 13:32
გერმანული "ლაიფციგის" ფრანგი შემტევი კრისტოფერ ნკუნკუ, სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს ლონდონის "ჩელსის" შეუერთდება. 

Bild-ის ინფორმაციით, 24 წლის გარემარბმა "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას აგვისტოს ბოლოს 2023 წლის ზაფხულში ტრანსფერის გამოცხადებამდე გაიარა. 

ნკუნკუმ ფრანკფურტში ლონდონური კლუბის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გულის გამოკვლევა ჩაიტარა. სამედიცინო შემოწმებას "ჩელსის" ორთოპედიც ესწრებოდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩელსი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა. ივნისში ნკუნკუმ  "ლაიფციგთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, რომელიც მოიცავს გამოსასყიდ თანხას 60 მილიონი ევროს ოდენობით.

მიმდინარე სეზონში კრისტოფერ ნკუნკუმ "ლაიფციგის" მაისურით 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა.