ავტორიზაცია

ჰალ სიტის პრეზიდენტი შოთას წასვლაზე: "ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა"

ჰალ სიტის პრეზიდენტი შოთას წასვლაზე: "ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა"
თარიღი 30 სექ 2022, 14:54
შოთა არველაძე ინგლისურ "ჰალ სიტის" აღარ გაწვრთნის. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 

ქართველი სპეციალისტი "ჰალ სიტიში" იანვარში დაინიშნა და გარდამავალ სეზონში ჩემპიონშიპში დარჩენაში დაეხმარა. მიუხედავად ცუდი ვითარებისა "ჰალ სიტიმ" მე-19 ადგილი დაიკავა.

კლუბი ასევე ადასტურებს, რომ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე პიტერ ვან დერ ვენი კლუბს დაუყოვნებლივ დატოვებს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის როლს ენდი დოუსონი შეითავსებს.

კომენტარი გააკეთა კლუბის თურქმა მფლობელმა აკუნ ილიკალიმ: "სანაკრებო შესვენების დროს, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა შოთასთან, რათა განგვეხილა გუნდის მიმართულება და კლუბის მომავალი. 

შეხვედრების მიმდინარეობის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავშორდეთ. ",- თქვა აკუნ ილკალიმ.