კვარაცხელიამ AIC-ის აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის პრესტიჟული ჯილდო მიიღო
საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ AIC-ის (იტალის ფეხბურთელთა ასოციაცია) აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
კვარაცხელიამ, რომელსაც ხმა მისცეს სერია A, B და C პროფესიონალმა ფეხბურთელებმა, ხმების 68%-ით გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფეხბურთელმა სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩს, პიერ კალულსა და ნემანია რადონიჩს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში ცხრა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.