ავტორიზაცია

"კვარაცხელიას და დე კეტელაერეს შედარება უბრალოდ სამარცხვინოა "- იტალიელი ჟურნალისტი

"კვარაცხელიას და დე კეტელაერეს შედარება უბრალოდ სამარცხვინოა "- იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 30 სექ 2022, 18:47
იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა პაოლო ბარჯიჯამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ხვიჩა კვარაცხელიასა და "მილანის“ ფეხბურთელ შარლ დე კეტელაერეს შედარება არ შეიძლება.

"კვარაცხელიას და დე კეტელაერეს შედარება უბრალოდ სამარცხვინოა. ქართველი აშკარად ბევრად უკეთ თამაშობს. კვარაცხელიაში ნეაპოლურმა გუნდმა მხოლოდ 10 მილიონი გადაიხადა, ხოლო "როსონერიმ" დე კეტელაერეში ბონუსების ჩათვლით 35 მილიონი ევრო.

ორივე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ერთი და იმავე ასაკის, მაგრამ ნაპოლის ფეხბურთელის ეფექტი მილანის ნახევარმცველისგან განსხვავებით დამანგრეველი იყო“, - თქვა ბარჯიჯამ. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში ცხრა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.