ავტორიზაცია

"გვინდა სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ "- ლუჩიანო სპალეტი

"გვინდა სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ "- ლუჩიანო სპალეტი
თარიღი 30 სექ 2022, 19:05
ხვალ, იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ტორინოს" დაუპირისპირდება.  

მატჩამდე ნეაპოლური გუნდის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

"ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები? როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში მიდიან ჩვენ მათ ბოლომდე ვაკვირდებით, ზოგისთვის წარმატებული სნაკრებო პაუზა იყო, რადგან კლუბში თამაში ნაკლებად უწევდა. 

ამ ეტაპზე ახალი ტრავმირებული მოთამაშეები არ გვყავს, მაგრამ ტრავმირებულ ფეხბურთელთაგანაც არავინ დაბრუნებულა. მიუხედავად სანაკრებო მატჩებისა და ,გზავრობისა მზად ვართ.

ტორინო რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. ჩვენ ახალგაზრდა ამბიციური გუნდი გვყავს, სწორედ ამ ახალგაზრდებს სურთ, რომ ჩემპიონები გახდნენ.

გვინდა სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. კონკურენცია საკმაოდ დიდია, 7 ძლიერი გუნდია საკუთარი სტილით, რომლებიც ბოლომდე იბრძოლებენ. იმისთვის რომ მიზანს მივაღწიოთ, გვჭირდება მოთამაშეები ვინც მოტივირებული და ფორმაში არიან. ",- თქვა სპალეტიმ.