ავტორიზაცია

პსჟ-ს სპორტული დირექტორი: "ჩვენ შევცდით, როდესაც ნეიმარი და მპაპე ერთად დავიმატეთ"

პსჟ-ს სპორტული დირექტორი: "ჩვენ შევცდით, როდესაც ნეიმარი და მპაპე ერთად დავიმატეთ"
თარიღი 30 სექ 2022, 19:40
"პსჟ"-ს სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი თვლის, რომ კლუბმა შეცდომა დაუშვა, როდესაც 2017 წელს ბრაზილიელი ნეიმარი და ფრანგი კილიან მბაპე შეიძინეს. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებს უთანხმოება ჰქონდათ და მბაპეს სურდა, რომ ნეიმარი დაეტოვებინა გუნდი.

"წარსულში ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ ერთ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი შევიძინეთ. ჩვენ არ გვქონდა საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა, რადგან პსჟ-ს აკლია მოთამაშეები საკვანძო პოზიციებზე. ", - თქვა კამპოსმა.

პარიზულმა კლუბმა ნეიმარი "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ იყიდა, ეს ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული რჩება.
"პსჟ"-მ კილიან მბაპე 2017 წელს "მონაკოდან", იჯარის წესით დაიმატა, შემდეგ კი 180 მილიონ ევროდ იყიდეს.