ავტორიზაცია

Marca: მესის ბარსელონაში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა - არგენტინელს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ლაპორტამ უღალატა

Marca: მესის ბარსელონაში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა - არგენტინელს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ლაპორტამ უღალატა
თარიღი 30 სექ 2022, 19:49
"პსჟ"-სა და არგენტინის თავდამსხმელი ლიონელ მესი "ბარსელონაში" ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა აღნიშნავს, იმისთვის, რომ თავდამსხმელი კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს, რამდენიმე პრობლემა უნდა მოგვარდეს. მესი თვლის, რომ ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ უღალატა მას კონტრაქტის გახანგრძლივების გაუქმებით და აიძულა არგენტინელი დაეტოვებინა კლუბი.

მოთამაშე არ ინარჩუნებს კონტაქტს "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობასთან. მესის არ მოსწონს, რომ ბარსელონას ხელმძღვანელები მასზე საუბრობენ. ასევე, არგენტინელის დასაბრუნებლად აუცილებელია, მისდამი ცუდი დამოკიდებულების გამო, რამდენიმე ფეხბურთელმა და ფუნქციონერმა დატოვოს კლუბი.

არგენტინელის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს ბარსაში არსებულმა რთულმა ფინანსურმა მდგომარეობამ, რაც კლუბში ფეხბურთელების ხელფასს ამცირებს. 

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფორვარდი ბარსელონაში 2003 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.