ავტორიზაცია

ინტერში ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, ჟორდი ალბამ სერია ა-ს კიდევ ერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო

ინტერში ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, ჟორდი ალბამ სერია ა-ს კიდევ ერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო
თარიღი 30 სექ 2022, 22:41
„ბარსელონას“ ვიცე-კაპიტნის გადაბირებით ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდება. 

 Diario Sport-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბი „ბარსელონას“ იანვრის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით დაუკავშირდა. 

 დიდი ალბათობით, საუბარია იჯარაზე, რადგან იწერება, რომ „იუვეს“ ალბაში ფულის გადახდა არ სურს, მაგრამ მზადაა, ფეხბურთელის ხელფასი სრულად საკუთარ თავზე აიღოს. 

 „ბარსელონა“ მზადაა 33 წლის ფეხბურთელი გაუშვას და მოლაპარაკებებისთვისაც გახსნილია - როგორც იჯარის, ისე სრულფასოვანი ტრანსფერის. გასულ ზაფხულს „ბარსა“ ფეხბურთელის „ინტერში“ გაშვებას ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი ალბამ პირადად დაბლოკა.