ავტორიზაცია

"შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჰოლანდი მასზე მაღალია და ვნახოთ, რა გამოვა", - პეპი იუნაიტედის მცველზე

"შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჰოლანდი მასზე მაღალია და ვნახოთ, რა გამოვა", - პეპი იუნაიტედის მცველზე
თარიღი 30 სექ 2022, 22:52
მანჩესტერული დერბის წინ პეპ გვარდიოლამ „იუნაიტედის“ მცველი ლისანდრო მარტინესი შეაქო.

 „ერლინგი მასზე მაღალია. მომწონს, როცა ხალხი ფეხბურთელებს მისი გაბარიტების გამო არასათანადოდ აფასებს. მას კი შეუძლია ამ დროს გამოვიდეს და თავისი თამაშით თქვას: „დიახ, კარგი ფეხბურთელი ვარ.“ 

 მარტინესი კარგი კი არა, ფანტასტიკურია, აგრესიული, შეტევების წამოწყებაშიც საუცხოო. „ემიუმ“ მასში ფული გადაიხადა და ერიკ ტენ ჰაგი ძალიან კარგად იცნობს. არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა ლისანდრო მასზე მაღალი ფორვარდის წინააღმდეგ ითამაშებს და აქამდე ის დიდებულად უმკლავდებოდა.

 მნიშვნელოვანია - ჭკვიანი და გონივრული იყო. დიახ, არის ჩაწოდებები და ერლინგი მასზე მაღალია, ასე რომ ვნახოთ რა იქნება.“ - აღნიშნა „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა. 

მანჩესტერული დერბი 2 ოქტომბერს „ეტიჰადზე" გაიმართება.