ავტორიზაცია

როგორია გაგნიძის მდგომარეობა მიღებული ტრავმის შემდეგ? აგენტის კომენტარი

როგორია გაგნიძის მდგომარეობა მიღებული ტრავმის შემდეგ? აგენტის კომენტარი
თარიღი 30 სექ 2022, 23:17
ლუკა გაგნიძემ თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

მალევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ფეხბურთელს დაზიანების გამო ორი თვე გაუცდება.

თუმცა, ეს ინფორმაცია არ დაადასტურა გაგნიძის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა:

"შემოწმებამ აჩვენა, რომ ყველაფერი რიგზეა, დანარჩენს კი "დინამოს" ექიმები იტყვიან.

სერიოზული ტრავმა არ არის, ორ ოქტომბერს ის კლუბის განკარგულებაში გამოცხადდება." - აღნიშნა ლილუაშვილმა რუსულ პრესასთან საუბარში.

ამ სეზონში გაგნიძეს რუსეთის პრემიერ ლიგაში 10 მატჩი დაუგროვდა.