ავტორიზაცია

1500 ტონაზე მეტი ნახშიროჟანგი - ლეო მესის ფრენების გამო საშინლად აკრიტიკებენ

1500 ტონაზე მეტი ნახშიროჟანგი - ლეო მესის ფრენების გამო საშინლად აკრიტიკებენ
თარიღი 30 სექ 2022, 23:36
მოკლედ, "პსჟ-ში" ერთი სკანდალი და ხმაური მეორეს ცვლის.

ამჟამად, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები - თვით ლიონელ მესია, რომელსაც თავს ეკო-აქტივისტების კრიტიკა დაატყდა.

გაირკვა, რომ არგენტინელის კერძო თვითმფრინავმა ბოლო სამ თვეში 52 ფრენა განახორციელა. ლეო ფეშენებელურ 12-მილიონიან კერძო თვითმფრინავს ქირაობს, მაგრამ მას, ფეხბურთელის გარდა, მისი ახლობლებიც იყენებენ.


Girl in a jacket

გამოცემა L'Equipe-მ გაარკვია, რომ ამა წლის ივნისიდან აგვისტომდე, არგენტინელის თვითმფრინავმა ჯამში ჰაერში 368 საათი გაატარა და 1500 ტონაზე მეტი ნახშიროჟანგი გამოჰყო - იმდენი, რამდენსაც ერთი ადამიანი დაახლოებით 150 წელიწადში გამოჰყოფს.

საფრანგეთში ამ თემას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამიტომ ყოველი მსგავსი სიახლე ხალხში დიდ უკმაყოფილებას იწვევს.