ავტორიზაცია

კილიან მბაპემ ზაფხულში პსჟ-ს სასურველი ტრანსფერების სია წარუდგინა

კილიან მბაპემ ზაფხულში პსჟ-ს სასურველი ტრანსფერების სია წარუდგინა
თარიღი 01 ოქტ 2022, 01:05
"პსჟ"-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდში ახალი თავდამსხმელის მიწვევით იყო დაინტერესებული. ამის შესახებ RMC Sport იტყობინება. 

წყაროს ცნობით, 23 წლის ფრანგ ფეხბურთელს გუნდში მარკუს რაშფორდის, უსმან დემბელეს, რობერტ ლევანდოვსკის და ჯანლუკა სკამაკას ხილვა სურდა. 

თუმცა, არცერთი ტრანსფერი არ განხორციელებულა. შეგახსენებთ, რომ მაისში მბაპემ 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და უარყო მადრიდის "რეალში" შეთავაზება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმებით კილიანმა პარიზულ კლუბში უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვა.