ავტორიზაცია

საბატინი კვარაცხელიზე: "ჩემს თავს ვეკითხები, მე რატომ არ ვიყიდე?"

საბატინი კვარაცხელიზე: "ჩემს თავს ვეკითხები, მე რატომ არ ვიყიდე?"
თარიღი 01 ოქტ 2022, 01:44
სპორტულმა მენეჯერმა ვალტერ საბატინმა DAZN-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ის არის მუხლუხა, რომელიც მისგან გაქცევის საშუალებას უბრალოდ არ გაძლევს. ყველა თვისება აქვს და უპირველეს ყოვლისა, შიშის მომგვრელი ბრაზი აქვს სხეულში. ხვიჩა ისეთი ფეხბურთელია, რომელიც შეცდომას არ გაპატიებს. 

მას ხუთჯერ რომ მისცე ბურთი, ხუთჯერვე ერთნაირად დაამუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტრანსფერების მიმართაც კარგი დამოკიდებულება მაქვს, ის დიდებული შენაძენია. ნაპოლის ყოველთვის შემშურდება ამის გამო და ჩემს თავს ყოველთვის ვეკითხები: კი მაგრამ მე რატომ არ ვიყიდე?“, - თქვა საბატინიმ. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში ცხრა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი