ავტორიზაცია

რას ვნანობ ყველაზე მეტად? - რონალდინიოს კომენტარი

რას ვნანობ ყველაზე მეტად? - რონალდინიოს კომენტარი
თარიღი 01 ოქტ 2022, 11:31
ბრაზილიის ნაკრების, "ბარსელონას", "მილანისა" და "პსჟ"-ს ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდინიომ ფრანგულ კლუბში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა. 

"ჩემი ყველაზე ცუდი მოგონება პსჟ-ში? ვნანობ, რომ ერთ დროს გუნდში აღარ დავრჩი. ეს მართლაც ყველაზე ცუდი რამაა რაც დამემართა.

ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და საბოლოოდ წავედი დიდ კლუბში, სადაც ძალიან ბედნიერი ვიყავი“, - თქვა რონალდინიომ. 

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო პსჟ-ში 2001 წლიდან 2003 წლამდე თამაშობდა. კლუბის შემადგენლობაში 55 მატჩში ბრაზილიელმა 17 გოლი გაიტანა.