ავტორიზაცია

ტენ ჰაგი მაგუაიერზე: "დარწმუნებული ვარ, სიტუაციას შემოაბრუნებს"

ტენ ჰაგი მაგუაიერზე: "დარწმუნებული ვარ, სიტუაციას შემოაბრუნებს"
თარიღი 01 ოქტ 2022, 12:17
მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჰარი მაგუაიერის შესახებ ისაუბრა.

"მე მხარს ვუჭერ ჰარის, რადგან მჯერა მისი. როცა მასთან პრესეზონზე ვმუშაობდი, ის კარგი იყო, ვარჯიშებშიც და თამაშებშიც. შემდეგ ის ამოვარდა სასტარტო შემადგენლობიდან, მაგრამ ეს ასევე განპირობებული იყო ცენტრალური მცველების კარგი თამაშით, რომლებიც ახლა თამაშობენ. 

მაგრამ მე ვხედავ მის თვისებებს. მაშინაც კი, როცა შემადგენლობაში არ იყო, ძალიან კარგად ვარჯიშობდა. ხედავთ მის კარიერას - მას ინგლისის ნაკრებში თითქმის 50 მატჩი აქვს ჩატარებული. ის ძალიან კარგად თამაშობდა ლესტერსა და მანჩესტერ იუნაიტედში, ასე რომ, ხედავთ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს.

მოთამაშეები გასახდელში, სამწვრთნელო შტაბი, მთავარი მწვრთნელი, ყველას გვჯერა მისი. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. სწორედ ეს  ვუთხარი მას. ის სიტუაციას შემოაბრუნებს, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ”,- თქვა ტენ ჰაგმა.