ავტორიზაცია

პსჟ-მ ლიონენ მესის ახალი შეთავაზება გაუკეთა

პსჟ-მ ლიონენ მესის ახალი შეთავაზება გაუკეთა
თარიღი 01 ოქტ 2022, 13:28
"პსჟ" ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს . ცნობილი ჟურნალისტის ნიკოლო შირას თქმით, პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე შესთავაზა. 

ჟურნალისტის ინფორმციით, კონტრაქტი ასევე მოიცავს 2025 წლამდე გახანგრძლივების ოფციას. 

არგენტინელსა და პარიზელებს შორის არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.