ავტორიზაცია

კვარაცხელიას მორიგი გოლი სერია ა-ში, ნაპოლიმ კვლავ მოიგო და ლიდერობს

კვარაცხელიას მორიგი გოლი სერია ა-ში, ნაპოლიმ კვლავ მოიგო და ლიდერობს
თარიღი 01 ოქტ 2022, 19:13
იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ნაპოლისა" და "ტორინოს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა, დუბლი კი ანგისას ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 20 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია, კვარაცხელიას ანგარიშზე კი 5 გოლია