ავტორიზაცია

"რატომ ვუყვიროდი თამაშის დროს კვარაცხელიას?" - სპალეტის კომენტარი

"რატომ ვუყვიროდი თამაშის დროს კვარაცხელიას?" - სპალეტის კომენტარი
თარიღი 01 ოქტ 2022, 19:56
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ნაპოლისა" და "ტორინოს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლიც გაიტანა.

მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"პირველი ერთ საათი ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი მეტოქეს შეტევების საშუალება მივეცით. თავის მხრივ, ტორინომაც კარგად ითამაშა.

რატომ ვუყვიროდი კვარაცხელიას? - მას ვეუბნებნოდი, რომ დაცვას უფრო მეტად დახმარებოდა, რადგან იმ მომენტში ეს ძალიან გვჭირდებოდა.

ისე კი, დღეს კვარაცხელიას მოედნის შუა ნახევარში ძალიან მომეწონა და რასაც ის შეტევაში აკეთებს, წარმოუდგენელია", - განაცხადა სპალეტიმ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი