ავტორიზაცია

VIDEO: 0:2, 3:2 და ჰეთ-ტრიკით ჯიბიდან ამოღებული გამარჯვება - საოცარი მატჩი ენფილდზე

თარიღი 01 ოქტ 2022, 20:54
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში „ლივერპული“ „ბრაიტონთან“ ჯერ 0:2-დან მარცხს გადაურჩა, შემდეგ საერთოდ 3:2-ს იგებდა, თუმცა გამარჯვება ვერ შეინარჩუნა.

 „ენფილდზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. 

 მე-4 და მე-17 წუთებზე ტროსარმა სტუმრები ორი ბურთით დააწინაურა და მორიგი „ლივერპულის“ მორიგი კრახის წინაპირობა შექმნა. 

 თუმცა, 33-ზე და 54-ე წუთებზე რობერტო ფირმინომ თავისი დუბლით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე უებსტერის ავტოგოლით „ლივერპული“ წინ გავიდა, მაგრამ 83-ე წუთზე ტროსარმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა და მერსისაიდულ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა ამოაცალა ჯიბიდან.

 „ლივერპულმა“ 7 მატჩის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და 2 გამარჯვებით, 4 ფრით და 1 მარცხით მე-9 პოზიციას იკავებს, „ბრაიტონი“ კი 14 ქულით მე-4 ადგილზეა.