ავტორიზაცია

VIDEO: სერია ა-ს ტურის ცენტრალურ მატჩში რომამ ინტერი სტუმრად დაამარცხა

თარიღი 01 ოქტ 2022, 22:24
სერია ა-ს მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში „ინტერმა“ მილანში „რომას“ უმასპინძლა. 

„ჯუზეპე მეაცაზე“ გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. 

30-ე წუთზე „ინტერი“ დიმარკოს გოლით დაწინაურდა, თუმცა 39-ზე პაულო დიბალამ სპინაცოლას გადაცემის შემდეგ ულამაზესი გოლით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. 

 75-ე წუთზე კი „რომა“ წინ კრის სმოლინგის გოლით გავიდა და მატჩში გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა. „რომამ“ 16 ქულა დააგროვა და 5 გამარჯვებით, 1 ფრით და 2 მარცხით მე-4 პოზიციას იკავებს, „ინტერმა“ კი ბოლო 4 მატჩში მე-3 მარცხი იწვნია და 12 ქულით მე-7 ადგილზეა.