ავტორიზაცია

როდესაც კვარა თამაშობს მისი გუნდები არ აგებენ - ქართველი შემტევის საოცარი სერია

როდესაც კვარა თამაშობს მისი გუნდები არ აგებენ - ქართველი შემტევის საოცარი სერია
თარიღი 01 Oct 2022, 23:08
საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" 21 წლის შემტევი საოცარ წაუგებელ სერიას აფიქირებს.

იტალიური გამოცემა Calcionapoli24-ი წერს, რომ მას შემდეგ რაც კვარაცხელიამ რუსეთი დატოვა, როდესაც ხვიჩა მოედანზეა მისი გუნდი არ აგებს. ეს სერია 28 მატჩს მოიცავს.

ეს წარმატებული სერია 25 მარტს იწყება, როცა საქართველოს ნაკრები სტუმრად ბოსნია ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. 

ნეაპოლური გუნდის შემტევმა ბოლოს 20 მარტს  "ცსკასთან" წააგო (6:1).