ავტორიზაცია

VIDEO: კვლავ გოლგაუშვებლად - ბარსელონამ ლევანდოვსკის გოლით მოიგო და მინიმუმ რეალის მატჩამდე გალიდერდა

თარიღი 02 ოქტ 2022, 00:58
ლა ლიგის მე-7 ტურში „ბარსელონამ“ ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. 

 კატალონიური გუნდი სტუმრად „მალიორკას“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. 

 ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. 

 „ბარსამ“ 19 ქულა დააგროვა და მინიმუმ „რეალის“ მატჩამდე ცხრილს სათავეში ჩაუდგა, მადრიდელები უკვე დღეს „ბერნაბეუზე“ „ოსასუნას“ უმასპინძლებენ.