ავტორიზაცია

VIDEO: პსჟ-მ გალტიეს ყოფილ გუნდს მესის და მბაპეს გოლებით მოუგო

თარიღი 02 ოქტ 2022, 01:13
ფრანგული ლიგა 1-ს მე-9 ტურში „პსჟ-მ“ შინ კრისტოფ გალტიეს ყოფილი გუნდი, „ნიცა“ დაამარცხა. 

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. 

29-ე წუთზე ანგარიში ჯარიმიდან ლეო მესიმ გახსნა, 47-ზე ლაბორდემ წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი კილიან მბაპემ 83-ე წუთსზე შეაგდო და „პსჟ-ს“ გამარჯვება მოუტანა. 

„პსჟ“ 9 ტურის შემდეგ 8 მოგებით და 1 ფრით ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილზე „მარსელია“, რომელსაც ორი ქულით ნაკლები აქვს.