ხვიჩამ გამორჩეული შედეგი დააფიქსირა - ქართველი ჰამშიკის შემდეგ საუკეთესოა

იტალიის ჩემპიონატში მე-8 ტურში, "ნაპოლისა" და "ტორინოს" დაპირისპირება 3:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა, დუბლი კი ანგისას ანგარიშზეა.
OPTA-მ საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა.
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, მარეკ ჰამშიკის შემდეგ, რომელმაც ბოლო 40 წლის განმავლობაში სერია A-ს ერთ სეზონში მინიმუმ ხუთი გოლი გაიტანა.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი