"ეს მისი პატივისცემის გამო გავაკეთე", - ტენ ჰაგმა ახსნა, რატომ არ ათამაშა რონალდუ სიტისთან მატჩში

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა განმარტა, თუ რატომ არ გაიყვანა კრიშტიანუ რონალდუ „სიტისთან“ მატჩში მოედანზე.
პრემიერ ლიგის ზედიზედ 5 ტურია, რონალდუ მატჩს თადარიგში იწყებს. თუმცა, თუ აქამდე ის მოედანზე მეორე ნახევარში მაინც შედიოდა, დღეს 90-ვე წუთი სკამზე გაატარა.
თუმცა, ტენ ჰაგის თქმით, მეორე ტაიმში მან მოედანზე რონალდუ მისივე პატივისცემის გამო არ გაიყვანა:
„ეს კრიშტიანუს და მისი დიდი კარიერის პატივისცემით გავაკეთე. კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ მარსიალი ვათამაშეთ, რომელსაც წუთები ასევე სჭირდება. თუმცა, ამაზე ასეთი კუთხით საუბარი არ შეიძლება.“ - აღნიშნა ტენ ჰაგმა.