ავტორიზაცია

"კი, ცუდი არ იყო", - ჰოლანდმა იუნაიტედთან მოგება თავის სტილში შეაფასა

"კი, ცუდი არ იყო", - ჰოლანდმა იუნაიტედთან მოგება თავის სტილში შეაფასა
თარიღი 02 ოქტ 2022, 21:04
ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოპოვებული გამანადგურებელი გამარჯვება შეაფასა.

„ეტიჰადზე“ გამართული მატჩი „სიტიმ“ 6:3 მოიგო, ჰოლანდმა კი ჰეთ-ტრიკი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. 

 „კი, ცუდი არ იყო! ექვსი გავიტანეთ. რა უნდა დავამატო? შესანიშნავია! სახლში გამარჯვება და ექვსი გოლის გატანა - ყოველთვის დიდებულია. 

 თქვენც ხედავთ, რა პასებს ვურიგებთ ერთმანეთს. ჩვენ მუდამ წინ წასვლა და შეტევა გვინდა. ეს არის ის, რაც ძალიან მომწონს. 

 ყველაფრიანად, ეს შესანიშნავია. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.“, - დაასრულა ნორვეგიელმა.