ავტორიზაცია

"ნაპოლი კვარაცხელიას გარეშე სოფლის გუნდია "- მერაბ ჟორდანია

"ნაპოლი კვარაცხელიას გარეშე სოფლის გუნდია "- მერაბ ჟორდანია
თარიღი 02 ოქტ 2022, 21:42
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

ჟორდანიას თქმით, სპალეტის გუნდი ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია.

"ნაპოლიში ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, მაგრამ საერთო ჯამში მაინც, უნდა შევთანხმდეთ, რომ იტალიაში სულ რამდენიმე ძალიან დიდი კლუბია: მილანი, ინტერი და იუვენტუსი. 

რაც შეეხება ნაპოლის მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი კვარაცხელიას გარეშე, თუ მათ ხვიჩას დავუმატებთ, საქმე ძალიან სერიოზულ გუნდთან გვექნება", თქვა ჟორდანიამ.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი