ავტორიზაცია

რეალის მწვრთნელი: "კვარაცხელია? - მას უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები"

რეალის მწვრთნელი: "კვარაცხელია? - მას უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები"
თარიღი 02 ოქტ 2022, 22:44
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი Rai Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

"ნაპოლიმ ძალიან კარგი ფეხბურთელები დაიმატა და გუნდი სხვა ეტაპზე გადაიყვანა. ჯერ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა შეუძლია მათ, თუმცა ფაქტია, ახალი მოთამაშეებით ნაპოლი არაპროგნოზირებადი გუნდი გახდა.

არის თუ არა კვარაცხელია სიურპრიზი? მას უკვე დიდი ხანია ვაკვირდები. ჯერ არავინ იცნობდა, როცა ნაპოლიში მუშაობისას ვუყურებდი. კვარაცხელია განსაკუთრებული მოთამაშეა", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი "ნაპოლიში" 2018 წელს მუშაობდა. როგორც ჩანს, ნეაპოლელები ქართველს რამდენიმე წელი აკვირდებოდნენ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი