ავტორიზაცია

VIDEO: ბენზემამ პენალტი გააფუჩა, რეალმა სეზონის პირველი ქულები დაკარგა, ლა ლიგაში კი ლიდერი შეიცვალა

თარიღი 03 ოქტ 2022, 00:57
ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ მოულოდნელად ქულები დაკარგა. 

კარლო ანჩელოტის გუნდმა „ოსასუნას“ უმასპინძლა და ფრე 1:1 ითამაშა. ანგარიში 42-ე წუთზე ვინისიუსმა გახსნა, 50-ზე სტუმრებმა თავიანთი გოლით უპასუხეს და ანგარიში გაათანაბრეს. 

79-ე წუთზე კარიმ ბენზემამ თავისივე მოპოვებული პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა და „რეალმა“ სეზონის პირველი ქულები დაკარგა. 

ამრიგად, ლა ლიგაში ლიდერი შეიცვალა - „ბარსას“ და „რეალს“ 19-19 ქულა აქვთ, თუმცა კატალონიელები ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.