ავტორიზაცია

VIDEO: სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის ტოლფასი გამარჯვება - იუვენტუსმა შინ ბოლონია გაანადგურა

თარიღი 03 ოქტ 2022, 01:01
სერია ა-ს მე-8 ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ბოლონია“ გაანადგურა. 

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 

გოლები კოსტიჩმა (24’), ვლაჰოვიჩმა (59’) და მილიკმა (62’) გაიტანეს და „იუვენტუსს“ მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანეს. 

ამრიგად, „იუვემ“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მე-8 მატჩში მე-3 გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც 13 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.