ავტორიზაცია

არიგო საკი კვარაცხელიაზე: "ის უბრალოდ დამანგრეველი ხდება"

არიგო საკი კვარაცხელიაზე: "ის უბრალოდ დამანგრეველი ხდება"
თარიღი 03 ოქტ 2022, 01:15
იტალიის ჩემპიონატში მე-8 ტურში, "ნაპოლისა" და "ტორინოს" დაპირისპირება 3:1 დასრულდა. 

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა, დუბლი კი ანგისას ანგარიშზეა. 

მატჩის შემდეგ ლეგენდალურმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ მატჩი შეაფასა და კვარაცხელიას თამაში გამოარჩია.

"რასპადორი - შემტევი დირექტორია და ძალიან კარგია, ლობოტკა - უკანა ხაზის დირექტორია და ისიც ძალიან კარგია. ანგისა კი ძალიან დროულ გადაწყვეტილებებს იღებს , რისი ყურებაც ძალიან სასიამოვნოა.

ნუ დავივიწყებთ კვარაცხელიას, როდესაც ბურთთან ერთად მოძრაობას იწყებს, ის უბრალოდ დამანგრეველი ხდება. ვიმეორებ, ეს ნაპოლი მართლაც სიმპათიური გუნდია ",- თქვა საკიმ.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი