ავტორიზაცია

"რონალდუს მხოლოდ სკამზე ჯდომისთვის დატოვება არ შეიძლება "- როი კინი

"რონალდუს მხოლოდ სკამზე ჯდომისთვის დატოვება არ შეიძლება "- როი კინი
თარიღი 03 ოქტ 2022, 01:57
მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა როი კინმა გააკრიტიკა კლუბის დამოკიდებულება კრიშტიანუ რონალდუს მიმართ.

პორტუგალიელი თავდამსხმელი პრემიერ ლიგაში მანჩესტერ "სიტისთან" შეხვედრაში (3:6) სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

"ვფიქრობ, იუნაიტედი რონალდუს მიმართ უპატივცემულოა. ის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა წასულიყო. 

მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მისი შენარჩუნება სურდა. კარგი, შეტევაში საჭიროა კონკურენცია, მაგრამ რონალდუს მხოლოდ სკამზე ჯდომისთვის დატოვება არ შეიძლება.

ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესია და არ უნდა დაიჯეროთ, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა, ეს სისულელეა. მას 4-5 კარგი ვარიანტი ჰქონდა.

რონალდუს იმდენი გოლი აქვს გატანილი, რომ მასზე უკეთ ამ ყველაფრის გაკეთება არავის შეუძლია. ",- თქვა კინმა.