ავტორიზაცია

ბარძალი ხვიჩაზე: "კვარაცხელიამ ნაპოლის ხარისხი მისცა"

ბარძალი ხვიჩაზე: "კვარაცხელიამ ნაპოლის ხარისხი მისცა"
თარიღი 03 ოქტ 2022, 03:34
იტალიის ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

Dazn-ისთან საუბარში, ბარძალიმ ნეაპოლური გუნდის ახალწვეულების თამაში შეაფასა.

"კვარაცხელიამ ნაპოლის ხარისხი, ენთუზიაზმი და გატანილი გოლები მისცა. მაგრამ გუნდური თამაშის წყალობით, მან თავი სხვა კუთხითაც დაგვანახა, იგივე შემიძლია ვთქვა, რასპადორიზე და სიმეონეზე. ", - თქვა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სერია A-ს გათამაშებაში 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.