ავტორიზაცია

ვაისი კანკავაზე: "თუ თერთმეტივე მოთამაშე ისეთივე გულით ითამაშებს როგორც კანკავა ასპარეზობს, შეგიძლია დაჯდე ოფისში და ტელევიზორს უყურო"

ვაისი კანკავაზე: "თუ თერთმეტივე მოთამაშე ისეთივე გულით ითამაშებს როგორც კანკავა ასპარეზობს, შეგიძლია დაჯდე ოფისში და ტელევიზორს უყურო"
თარიღი 03 ოქტ 2022, 12:54
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში, ბრატისლავის "სლოვანი" საკუთარ მოედანზე "პოდბრეზოვას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა გურამ კაშია, 35 წლის მცველმა 88-ე წუთზე ვაისის გუნდი წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სრულად ითამაშეს. გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადიდან იწყებდა და მეორე ტაიმში სტარტზე ჰრანჩარმა შეცვალა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრა შეაფასა და გუნდისთვის ჯაბა კანკავას მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ვერ წარმომიდგენია გუნდი ჯაბა კანკავას გარეშე. როგორ გვიჭირს მის გარეშე, ეს რამდენიმე მატჩში უკვე გამოჩნდა. ის 
ჩვენთვის ნახევარდაცვის ცენტრში ბრილიანტია. თუ თერთმეტივე მოთამაშე ისეთივე გულით ითამაშებს როგორც კანკავა ასპარეზობს, შეგიძლია დაჯდე ოფისში და ტელევიზორს უყურო. ",- თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ბრატისლავის "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატს 26 ქულით ლიდერობს.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი