ავტორიზაცია

რის გამო დაიბლოკა გასულ ზაფხულს პაულო დიბალას ტრანსფერი ინტერში?

რის გამო დაიბლოკა გასულ ზაფხულს პაულო დიბალას ტრანსფერი ინტერში?
თარიღი 04 ოქტ 2022, 21:23
გასულ ზაფხულს პაულო დიბალას „იუვენტუსიდან“ „რომაში“ კი არა, „ინტერში“ შეეძლო გადასვლა. 

მილანური კლუბი არგენტინელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს საკმაოდ დიდხანს აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. 

როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, „ნერაძურის“ ხელმძღვანელობას დიბალას დასამატებლად გუნდიდან სხვა არგენტინელის, ხოაკინ კორეას გაყიდვა სჭირდებოდა. 

ამ ფეხბურთელის წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი, რომელმაც კორეას წასვლის დაბლოკვით, გამოვიდა რომ დიბალას ტრანსფერზე შეგნებულად თქვა უარი. 

საბოლოოდ, პაულო „რომაში“ გადავიდა და ამ გუნდთან ერთად წინა ტურში „ინტერს“ მოუგო (2:1) თანაც ერთ-ერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.