ავტორიზაცია

ზედიზედ მეორე მარცხი ლიგაზე - ბარსელონა სტუმრად ინტერთან დამარცხდა

ზედიზედ მეორე მარცხი ლიგაზე - ბარსელონა სტუმრად ინტერთან დამარცხდა
თარიღი 05 ოქტ 2022, 01:04
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „ინტერმა“ „ბარსელონას“ შინ მოუგო. 

„ჯუზეპე მეაცაზე“ გამართული შეხვედრა მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს. 

ერთადერთი გოლი 45+2 წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ ულამაზესი შორეული დარტყმით გაიტანა. 

მეორე ნახევარში „ბარსამ“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა უსმან დემბელეს გოლი ანსუ ფატის ხელით თამაშის გამო გაუქმდა. 

ამრიგად, „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ მე-2 მარცხი იწვნია და ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, ლიდერი „ბაიერნია“ 9 ქულით, „ინტერს“ კი 6 ქულა აქვს.