ავტორიზაცია

ოფიციალურად: სევილიამ ხულენ ლოპეტეგი გაუშვა და ყოფილი მწვრთნელი დააბრუნა

ოფიციალურად: სევილიამ ხულენ ლოპეტეგი გაუშვა და ყოფილი მწვრთნელი დააბრუნა
თარიღი 07 ოქტ 2022, 22:02
ხორხე სამპაოლიმ „სევილია“ ჩაიბარა. 

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ანდალუსიურ გუნდთან 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. 

სამპაოლის „სევილიას“ მწვრთნელობა კარიერაში უკვე მეორედ ჩააბარეს - ის გუნდში 2016/17-სეზონებში უკვე მუშაობდა. 

ამ პოზიციაზე არგენტინელმა ხულენ ლოპეტეგი ჩაანაცვლა, რომელიც გუნდიდან სეზონის ცუდი დაწყების შემდეგ გაუშვეს, გადამწყვეტი კი „დორტმუნთან“ 1:4 წაგებული მატჩი გამოდგა. 

სამპაოლის უკანასკნელი გუნდი „მარსელი“ იყო, რომელსაც ის სათავეში 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე ედგა და ბოლოს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო წავიდა. 7 ტურის შემდეგ ლა ლიგაში „სევილიამ“ 5 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-17 ადგილს იკავებს.