ოფიციალურად: სევილიამ ხულენ ლოპეტეგი გაუშვა და ყოფილი მწვრთნელი დააბრუნა
ხორხე სამპაოლიმ „სევილია“ ჩაიბარა.
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ანდალუსიურ გუნდთან 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.
სამპაოლის „სევილიას“ მწვრთნელობა კარიერაში უკვე მეორედ ჩააბარეს - ის გუნდში 2016/17-სეზონებში უკვე მუშაობდა.
ამ პოზიციაზე არგენტინელმა ხულენ ლოპეტეგი ჩაანაცვლა, რომელიც გუნდიდან სეზონის ცუდი დაწყების შემდეგ გაუშვეს, გადამწყვეტი კი „დორტმუნთან“ 1:4 წაგებული მატჩი გამოდგა.
სამპაოლის უკანასკნელი გუნდი „მარსელი“ იყო, რომელსაც ის სათავეში 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე ედგა და ბოლოს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო წავიდა.
7 ტურის შემდეგ ლა ლიგაში „სევილიამ“ 5 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-17 ადგილს იკავებს.