გურამ კაშია კონფერენს ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

უეფას კონფერენს ლიგის მე-3 ტურში "სლოვანი" სტუმრად "ბაზელს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ბრატისლაველთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

სამივე ქართველი ფეხბურთელი "სლოვანის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სრულად ითამაშეს.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს 23 წლის შემტევი 60-ე წუთზე მუსტაფიჩმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
სტატისტიკური ცენტრის Sofscore-ს ვერსიით მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში გურამ კაშია მოხვდა.