ავტორიზაცია

ლაციოს სპორტულმა დირექტორმა საბა საზონოვის მიმართ ინტერესზე კომენტარი გააკეთა

ლაციოს სპორტულმა დირექტორმა საბა საზონოვის მიმართ ინტერესზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 08 ოქტ 2022, 16:55
რომაული "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების და მოსკოვის "დინამოს" მცველის, საბა საზონოვის მიმართ დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 

"არ არის სიმართლე, რომ ლაციო საზონოვით იყო დაინტერესებული", - განაცხადა ტარემ. 

მანამდე Sport24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საზონოვი იტალიური კლუბის ინტერესების სფეროში იყო.

შეგახსენებთ, რომ საზონოვმა მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის ცხრა მატჩში მიიღო ჩაატარა.