ავტორიზაცია

"რამდენიმე მოთამაშეს B გუნდში გავუშვებთ, სლოვანისთვის ასე არ იბრძვიან "- ვლადიმირ ვაისი

"რამდენიმე მოთამაშეს B გუნდში გავუშვებთ, სლოვანისთვის ასე არ იბრძვიან "- ვლადიმირ ვაისი
თარიღი 10 ოქტ 2022, 12:00
გუშინ, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ბრატისლავის "სლოვანი" სტუმრად "ტრენჩინს" დაუპირისპირდა და 0:4 განადგურდა.

ამ შეხვედრაში დასვენების მიზმიდ განაცხადს მიღმა დარჩნენ გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა კი სათადარიგო სკამიდან 
ჩაერთო მატჩში.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "სლოვანის" მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გაცეცხლებული იყო და თავისი ფეხბურთელების თამასიც აღშფოთება ვერ დამალა.

"ეს შედეგი სირცხვილია კლუბისთვის, ჩემთვის, ფეხბურთელებისთვის, თუმცა ალბად ყველასთვის არა. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რადგან ასე არ თამაშობენ და არ იბრძვიან საკუთარი გუნდისთვის. 

რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალია. რამდენიმე ფეხბურთელს ვენდობოდი და შანსი მივეცი. სამწუხაროდ, ზოგ ფეხბურთელს არ აქვს ის, რაც საჭიროა სლოვანში თამაშვისთვის, რაც ბევრჯერ ავღნიშნე. 

0:0-ზე ორი კარგი მომენტი გვქონდა, ჰრანჩარს და შაპონიჩს კარგი მომენტები შეექმნათ. მაგრამ სად ვხედავთ ჩვენს შეტევას? როცა ბოლო სამი გოლი მცველებმა გაიტანეს. 

ეს ყველაფერი იმისკენ გვიბიძგებს, რომ ხვალიდან რამდენიმე მოთამაშე B გუნდში გავუშვათ, რადგან სლოვანისთვის ასე არ იბრძვიან. ამ მარცხ საკუთარ თავზე ვიღებ, რადგან სწორედ მე ვარ შედეგზე პასუხისმგებელი. მჯერა, რომ ხუთშაბათს ჩვენ ვიპოვით 10 მამაც ფეხბურთელს, რომლებიც იბრძოლებენ ბაზელის წინააღმდეგ. ",- თქვა ვაისმა. 

შეგახსენებთ, რომ ბრატისლავის "სლოვანი" შემდეგ მატჩში ხუთშაბათს, "ბაზელს" დაუპირისპირდება.