ავტორიზაცია

2 დიდი ტალანტის დაბრუნება! - არაბიძე და ჩაკვეტაძე ბრწყინვალე ფორმაში შევიდნენ

2 დიდი ტალანტის დაბრუნება! - არაბიძე და ჩაკვეტაძე ბრწყინვალე ფორმაში შევიდნენ
თარიღი 10 ოქტ 2022, 23:18
ბოლო რამდენიმე თვეა მთელი საქართველოს ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა გადართული. 21 წლის შემტევი იტალიაში საოცარ მატჩებს ატარებს და არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის ყურადღების ქვეშაა.

კვარაცხელიამდე, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი იმედებს გიორგი არაბიძეზე და გიორგი ჩაკვეტაძეზე ამყარებდა. მათი კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორსაც ველოდით. იყო ტრავმის და სხვა ფაქტორები...

თუმცა თუ ვინმეს ამ დიდი ტალანტების მიმართ იმედები გადაწურული აქვს, ნამდვილად ცდება, რადგან არაბიძეც და ჩაკვეტაძეც წელს ბრწყინვალე ფორმაში შევიდნენ და თავიანთ სიტყვას კვლავ იტყვიან.

არაბიძე "ტორპედოში" თამაშობს, კარგ ფიზიკურ კონდიციაშია, გუნდის ლიდერად იქცა და წინა ტურშიც გამოიჩინა თავი, როცა "დილას" გაუტანა. 24 წლის არაბიძის თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა - მოედნის კარგი ხედვა, ძლიერი დარტყმა, ორიგინალური გადაწყვეტილებები და ა.შ.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, 23 წლის შემტევმა მისთვის იდეალური კლუბი იპოვნა, რათა სასურველ ფორმაში ჩამდგარიყო. "სლოვან ბრატისლავაში" ჩაკვეტაძე გაიხსნა, თითქმის ყველა მატჩში თავის გუნდში საუკეთესოა და გასულ კვირას კონფერენს ლიგაზე 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩაკვეს დაბრუნებაში დიდი წვლილი ვლადიმირ ვაისს მიუძღვის.

ასე რომ, ამ ორ ტალანტს დაკარგული არაფერი აქვს და წლევანდელი კარგი სეზონის შემდეგ, იმედი დავიტოვოთ, უკეთეს კლუბებშიც ვიხილავთ, რაც პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს წარადგება.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი
Nicholaskilasonia.1234
ტოპ კომენტარი
0
11 ოქტ 2022, 01:39
იქნებ ვინმემ მიაწვდინოს ხმა სანიოლს, რომ არაბიძე საყრდენ ზონაში იქნება უბრალოდ ბრწყინვალე - სადაც არ ითამაშა, შახტარში, პორტუგალიაში თუ საქართველოში, საყრდენ ზონაში ყველგან იყო არაჩვეულებრივი.