ავტორიზაცია

ჩირო იმობილეს ისტორიული მიღწევა - მეცხრე ადგილი დელ პიეროსთან, ჯილარდინოსთან და სინიორისთან ერთად

ჩირო იმობილეს ისტორიული მიღწევა - მეცხრე ადგილი დელ პიეროსთან, ჯილარდინოსთან და სინიორისთან ერთად
თარიღი 11 ოქტ 2022, 13:07
იტალიელმა თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ სერია A-ში 188-ე გოლი გაიტანა.

რომის "ლაციოს" თავდამსხმელმა სერია A-ს მე-9 ტურის მატჩში "ფიორენტინასთან" (4:0) გოლი გაიტანა.

ამ გოლის შემდეგ თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში მე-9 ადგილი დაიკავა. 32 წლის ფორვარდი ამ პოზიციას, "იუვენტუსის" ყოფილ თავდამსხმელ ალესანდრო დელ პიეროსთან, "ფიორენტინასა" და "მილანის" ყოფილ ფორვარდთან ალბერტო ჯილარდინოსთან და "ლაციოსა" და "ბოლონიის" ყოფილ ფორვარდთან ჯუზეპე სინიორისთან ერთად იკავებს.

შეგახსენებთ, რომ სიას 274 გოლით რომის "ლაციოს" ყოფილი თავდამსხმელი სილვიო პიოლა ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ ჩირო იმობილემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.