ავტორიზაცია

VIDEO: რევანში არ შედგა - ჩელსიმ მილანს იტალიაშიც დამაჯერებლად მოუგო

თარიღი 12 ოქტ 2022, 01:04
ჩემპიონთა ლიგის დღის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „ჩელსიმ“ სტუმრად „მილანს“ მოუგო.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი ლონდონელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს - 21-ე წუთზე ჟორჟინიომ პენალტი ზუსტად შეასრულა, 34-ზე კი ობამეიანგმა მოახერხა თავის გამოჩენა.

ყველაფრის თავი კი მე-18 წუთზე ტომორისთვის ნაჩვენები პირდაპირი წითელი ბარათი გამოდგა, რომელიც საკმაოდ საკამათო იყო.

ისეა თუ ასე, წინა კვირაში 0:3 წაგების შემდეგ „მილანმა“ რევანში ვერ აიღო და შინაც უშანსოდ დამარცხდა.

4 ტურის შემდეგ „ჩელსი“ ცხრილს 7 ქულით ლიდერობს, მეორე „ზალცბურგია“ 6-ით, „მილანი“ კი 4 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.