ავტორიზაცია

საუკეთესო შედეგი - კვარაცხელიას ბრწყინვალე სტატისტიკა ამ სეზონში

საუკეთესო შედეგი - კვარაცხელიას ბრწყინვალე სტატისტიკა ამ სეზონში
თარიღი 12 ოქტ 2022, 22:26
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "აიაქსს" უპირისპირდება და 4:2 ამარცხებს.

ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მორიგ ბრწყინვალე მატჩს ატარებს. საგოლე გადაცემა გააკეთა და შემდეგ თავად გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას "ნაპოლის" 12 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.

ეს კი მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია სერია ა-ში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის.